ბრეგაძე: პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც ნაქირავები ბინიდან მდგმურის გასახლებას გაამარტივებს

პუბლიკა

რატი ბრეგაძის თქმით, პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება კანონპროექტი, რომელიც ბინიდან მდგმურის გამოსახლებას გაამარტივებს.

22 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრეგაძემ თქვა, რომ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლლის შემდეგ კი მოქალაქეებს „გაუმარტივდებათ ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას”.

რაც შეეხება გამოსახლებას – დღეის მდგომარეობით მაშინ, როცა მდგმური არ იხდის ქირის საფასურს, ბინის მფლობელს არ აქვს სამართლებრივი მექანიზმი, გარდა სასამართლოში ჩივილისა.

„გამოსახლებას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, რაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ქირით ცხოვრობს ვინმე, არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება წლებიც ცხოვრობდეს, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი“. – თქვა რატი ბრეგაძემ.