ბრიტანელი დეპუტატი ამომრჩეველთან შეხვედრისას სასიკვდილოდ დაჭრეს

პუბლიკა

ბრიტანელი დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის წევრი დევიდ ეიმესი ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთ ეკლესიაში მოკლეს.

ესექსის საგრაფოს პოლიციის ცნობით, დაკავებულია 25 წლის კაცი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია დანა. მკვლელობის მოტივი უცნობია.

69 წლის ეიმესი 1983 წლიდან დეპუტატი იყო, ჰყავდა ცოლი და ხუთი შვილი.

BBC-ის ცნობით, მას ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა დაჭრილი დეპუტატი ადგილზე გარდაიცვალა.