ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკს და სამ პირს სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ თემთა პალატის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
სანქციების ქვეშ მოხვედრილ ოლიგარქებს შორის არიან გენადი ტიმჩენკო და ძმები როტენბერგები.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.