ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ პაქტზე.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰიბრიდული ომები, კიბერუსაფრთხოება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა და საზღვაო უსაფრთხოება. ამასთან, როგორც POLITICO წერს, თავდაცვის მიმართულებით, შეთანხმება გზას უხსნის დიდ ბრიტანეთს EU-ის ერთობლივ შეიარაღების შესყიდვების პროგრამებში მონაწილეობისკენ.
შეთანხმება, ასევე, მოიცავს ენერგეტიკის, პროდუქციის რეგულაციების, კლიმატის ცვლილების, მიგრაციისა და სხვა საკითხების განსავითარებლად სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.
დღეს ლონდონში სამიტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა. სტარმერმა აღნიშნა, რომ ეს „ამბიციური” შეთანხმება ბრიტანეთისთვის „უაღრესად მნიშვნელოვანია”. მან თქვა, რომ „ბრიტანეთის მსოფლიო არენაზე დაბრუნდა” და აქვე აღნიშნა, რომ ეს EU-ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებში „ახალი ეპოქაა”.