ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი უკრანას დამატებით 1.3 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

Reuters-ის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ „პუტინის სასტიკი ომი არამხოლოდ უკრაინელებს ანადგურებს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და უსაფრთხოებას“.

ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილ რეზერვს გამოიყენებს.