ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია

პუბლიკა

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე უახლეს მონაცემებს აქვეყნებს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი ამჟამად უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

სწორედ აქ მიდის ინტენსიური ბრძოლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ოკუპანტებს შორის. მათივე ცნობით, კიევის ჩრდილოეთით არსებული რუსული ჯარის ნაწილი ახლა დაშლილია.

ინგლისის თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ისინი, დიდი ალბათობით, კიევის ალყაში მოქცევის ოპერაციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

რაც შეეხება დანარჩენ საკვანძო ქალაქებს, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი, მარიუპოლი რუსული ძალის ალყაში რჩებიან.