ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

პუბლიკა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.

დღეს, 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მმართველი მონარქი ჩარლზი გახდა.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.