ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი წერს.

„ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიციირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავრჩებით”, – წერს ჰადადი.

მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მასში, მონაწილეობდნენ შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე.