ბრიტანეთის პრემიერი ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილებაში გადაიყვანეს

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაუმწვავდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, საავადმყოფოს ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC Downing Street-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება საგარეო საქმეთა მდივანს, დომინიკ რააბს სთხოვა.

55 წლის ბორის ჯონსონი კორონავირუსის სიმპტომებით ლონდონის წმინდა თომასის ჰოსპიტალში კვირას გადაიყვანეს.