ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება და გამოიძიონ ყველანაირი უფლებადარღვევა.

„გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.