ბრიტანეთის საელჩო: „ვწუხვართ, რომ შეთანხმება ვერ შედგა, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში შეუთანხმებლობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ მან ყველა პრობლემურ საკითხზე გადაწყვეტის გზა შესთავაზა მხარეებს, თუმცა სამწუხაროდ არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი მის შეთავაზებულ დოკუმენტს.