ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი: უზრუნველვყოფთ პუტინის რეჟიმის პასუხისგებაში მიცემას

პუბლიკა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი შეშფოთებას გამოთქვამს ლუჰანსკის ოლქში სკოლის დაბომბვის გამო.

„შეძრწუნებული ვარ რუსეთის ბოლო თავდასხმით ლუჰანსკში სკოლაზე, რასაც იქ თავშეფარებული უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ უზრუნველვყოფთ პუტინის რეჟიმის პასუხისგებაში მიცემას“, – დაწერა მან ტვიტერში.