Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ ერთი პაციენტი, უორვიკშირში მცხოვრები 81 წლის უილიამ შექსპირი აცრეს. ამის შესახებ BBC თავის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება.
„მეორე პაციენტი, რომელმაც კოვენტრის უნივერსიტეტში კოვიდის აცრა გაიკეთა, არ დაიჯერებთ და უილიამ შექსპირია უორვიკშირიდან“, – წერს ჰიუ პიმი.
Second patient to get the COVID jab at University Hospital Coventry – would you believe it….William Shakespeare from Warwickshire pic.twitter.com/y0LzxgbJ9w
— Hugh Pym (@BBCHughPym) December 8, 2020
იულიამ შექსპირის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მარგარეტ კიენანმაც გაიკეთა – სწორედ ის გახდა ადამიანი, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო.
ვაქცინით თავდაპირველად 80 წელს გადაცილებულ პირებს აიცრებიან. ასევე – ექიმები და ზოგიერთი სამედიცინო პერსონალიც. როგორც ვაქცინაციის პროგრამის ავტორები ამბობენ, პროგრამის მიზანია, დაიცვას ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer ვაქცინის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ორგანოებმა ერთი კვირის წინ დაამტკიცეს მისი გამოყენების უსაფრთხოება.
BBC-ის ცნობით, თვის ბოლომდე ოთხი მილიონი მოქალაქე გაიკეთებს ვაქცინას. ვაქცინაცია არ არის და არც იქნება სავალდებულო.