ბრიუსელის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავა

პუბლიკა

ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის 14 ვიცესპიკერიდან ერთ-ერთი, ბერძენი ევროპარლამენტარი, ევა კაილი დააკავა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კატარის მცდელობებზე, რომელსაც ქრთამის სანაცვლოდ მისთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სურდა.

ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.