ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხეს

პუბლიკა

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე საზოგადოებას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ გააცნო.

„ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო.

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას.

გლოვის ნიშნად თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემლებთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნმა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – ნათქვამია ზელენსკის სამძიმრის წერილში.