„ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას მასობრივი მკვლელობა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება და ეს არასდროს იქნება დავიწყებული.
„ქართული წარსული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით რასაც წარმოადგენს ბუჩა – ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, – დაწერა პრეზიდენტმა twitter-ზე.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე 410 მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს.
3 აპრილის დილიდან სოციალურ ქსელებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.