აქტივისტი გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ბუჩის მერიამ მას ოფიციალურად მისცა საბავშვო ბაღის მშენებლობის ნებართვა.
„ბუჩის მერიამ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა! ააშენეთო, ხალხო“, – დაწერა მან.
გიგა მაქარაშვილმა 13 აპრილს თავის გვერდზე დაწერა, რომ ქართველ ხალხის ერთობლივი ძალებით ბუჩაში საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს.
მაქარაშვილი საზოგადოებას მოუწოდებდა, ჩართულიყვნენ პროექტში და თანხა შეეგროვებინათ ბუჩაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის.