უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 32 წლის კაცი დააკავეს.
უნგრეთის მთავარი პროკურატურის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტრეფიკინგის საერთაშორისო ქსელს სურდა 65 ადამიანის არალეგალურად გადაყვანა გერმანიაში ბუდაპეშტის გავლით. 2023 წლის ოქტომბერში ისინი დროებით ბუდაპეშტში, 2 ბინაში იყვნენ მოთავსებული. საკვებით თურქეთის მოქალაქე უზრუნველყოფდა. ამ ადამიანების თქმით, ნაწილი ავღანეთის მოქალაქეა, ნაწილი – თურქეთის. თუმცა, მათ ამისი დადასტურება ვერ შეძლეს.
თურქმა კაცმა მათ ტელეფონები წაართვა, ხოლო ქართველმა – ბინების კარები ჩაკეტა, რათა ამ ადგილების დატოვება ვერ შესძლებოდათ.
მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო და ბინებს მიადგა – 2023 წლის 9 ოქტომბერს, 2 ბრალდებული გაიქცა.
საქართველოს მოქალაქემ მანქანა ადგილზე დატოვა. მოგვიანებით ის დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ ადამიანებით ვაჭრობა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში რამდენიმე პირის დახმარებით.
მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.