„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ჩვენ უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმალური, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, უნდა გავაკეთოთ გზავნილი, რომ შეგვიძლია, ასეთი აკრძალვა მომავალში გავაფართოოთ“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ლიეტუვამ უკვე დააწესა სანქციები თითქმის 30 პირისთვის, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ოპოზიციის პროტესტის სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ევროკავშირს, შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ჩვენ უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმალური, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, უნდა გავაკეთოთ გზავნილი, რომ შეგვიძლია, ასეთი აკრძალვა მომავალში გავაფართოოთ.
მესამე არის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოსთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ჩარჩოში, ასევე შევაჩეროთ ნებისმიერი ინსტიტუციური მოლაპარაკება საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და შევაჩეროთ ინსტიტუტების ფინანსური დახმარება. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ახლაა ის დრო, როდესაც გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, რომ ევროპა თქვენთანაა, ევროპას თქვენ სჭირდებით. ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა. [„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თარგმანი]
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხსაც განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.