ბულგარეთი ქვეყნიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომელს აძევებს

პუბლიკა

ბულგარეთი რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 70 ადამიანს ქვეყანას ატოვებინებს, ბულგარეთისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბულგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირენა დიმიტროვამ უწყებასი დაიბარა რუსეთის ელჩი და განუცხადა, რომ ბულგარეთში რუსული დიპლომატიური მისიის პერსონალი 23 დიპლომატსა და ადმინისტრაციული პერსონალის 25 წევრამდე უნდა შემცირდეს.

ამისი მიზეზი დიმიტროვას განცხადებით, ორია – ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიური მისიების შემადგენლობა უნდა ასახავდეს ქვეყნებს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის ხასიათს და პერსონალის ზომა არ გასცდეს გონივრულ ზომას.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, დიპლომატიური მისიის საქმიანობა მიზნად უნდა ისახავდეს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებას, რუსი დიპლომატები კი სოფიაში ისეთ აქტივობებში იყვნენ ჩართულები, რაც შესაბამისი სტრუქტურების შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამ მიზეზების გამო, ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს 70 ადამიანის სია, ვინც ქვეყანა 3 ივლისამდე უნდა დატოვოს.

ბულგარეთის ხელისუფლებამ ეკატერინბურგში ბულგარეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.