ბულგარეთის საგარეო: მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

პუბლიკა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას”.

უწყება აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და გააგრძელებს მხარი დაუჭიროს მათ არჩევანს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.