ბუნდესტაგის წევრი, ტომას ჰაკერი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამოხატულ პროტესტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტმა კანონპროექტის მიღება უნდა შეწყვიტოს.
„მმართველი პარტია სრულად არის განცალკევებული საქართველოს მოქალაქეების სურვილებისა და იმედებისგან. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კანონის მიღება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები ამ კანონის შემოქმედების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის გაწვევა.
გუშინ მოვახერხე გავყოლოდი მშვიდობიან აქციას ადგილზე და მივხვდი, რომ ამ დღეების განმავლობაში ევროპის გული თბილისში ფეთქავს“, – აცხადებს ის.