ბურჯანაძემ „ერთიანი საქართველოს“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის წევრები წარადგინა

პუბლიკა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის წევრები წარადგინა.

• ირაკლი ჭყოიძე – ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი;
• ბექა პეტრიაშვილი – საარჩევნო შტაბის სპიკერი;
• ოთარ თავართქილაძე – თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი – ოთარ თავართქილაძე;
• მამუკა აჩბა – რომელიც რეგიონებს უხელმძღვანელებს;
• თამარ ზურაშვილი – საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი;
• ქეთევან ზაქარეიშვილი – სამართლებლივი და საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი;
• აკაკი კიკვაძე – საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელი;
• დავით ეხვაია – სარევიზიო სამსახურის ხელმძღვანელი;
• მანუჩარ ომანაძე – წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში;
• ნიკა პეტრიაშვილი – ახალგაზრდებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

„ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყველა რაიონში, ყველა რეგიონში საქმეს და სამუშაოს ჩაატარებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ძალიან გადამწყვეტი არჩევნების დროს ჩვენ მაქსიმალური მობილიზაცია გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლის და შემდეგ დავიცვათ მათი ხმები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ამ შემადგენლობაში ძალიან ახალგაზრდაა, ეს მათი მე-4 თუ მე-5 არჩევნებია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო შტაბის პრეზენტაციისას.