ბურჯანაძემ ქარელი-ხაშურის ოლქში „ერთიანი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატად ალექსანდრე ჩხიკვაძე წარადგინა

პუბლიკა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქარელის მოსახლეობას ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიკვაძე წარუდგინა.

„განსხვავებით ხელისუფლებისა და ბევრი სხვა პარტიის მიერ დაყენებული ბიზნესმენი დეპუტატებისაგან, ის იქნება არა თბილისში და ჩამოსვლით კი არ ჩამოვა დროდადრო ქარელში, არამედ იქნება ქარელში, ძირითადად, და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში, როდესაც ეს მის სადეპუტატო საქმიანობასთან იქნება (პარლამენტში) დაკავშირებული, იქნება პარლამენტში. იქნება ხმა ქარელის რაიონის მოსახლეობის“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.


20 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა დუგლაძე წარადგინა.