ბუსა ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მან ციხეში ჯამში 1 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს

პუბლიკა

თბილისის საქალქო სასამართლოს ცნობით, ბუსა ჟვანიას 5 თებერვალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მათივე ცნობით, მას მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საპროცესო შეთანხმის საფუძველზე, წელიწადნახევარი ციხეში უნდა გაატაროს, ხოლო დარჩენილი წელიწადნახევარი კი პირობითი მსჯავრი ექნება. ის 2 აგვისტოს დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან უკვე 7 თვე გაატარა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, გამოძიების ეტაპზე ჟვანიას მიმართ წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა განზრახ მძიმე დაზიანების მუხლზე და ამის საფუძველზე მოხდა მისთვის საპროცესო შეთანხების გაფორმება.

ბუსა ჟვანია მსჯავრდებულია ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე. მას ბრალი თავდაპირველად განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან თოფაძეს საცხოვრებელი სახლის აივანზე ბუსა ჟვანიამ განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა. თოფაძის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.