ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ.
უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ელექტრონულ პორტალზე, ასევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.
ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144 (3) და 15 22-ს.