პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან აღდგომის წინ ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განმარტება გააკეთა.
„ძირითადი მიზანი და ამოცანა იყო მობილობის მკვეთრად შემცირება. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ხალხნო. ეგ არ იყო ჩვენი ახირება, რომ გაგვეგრძელებინა კიდევ ერთი კვირით. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და დიდი დისკუსიები ქვონდა ექიმებთან და ეპიდემიოლოგებთან.
აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ადამიანების შეკრების ის ხარისხი, რომელიც გვქონდა, არის უბრალოდ რისკის შემცველი და ერთი კვირა მობილობის დაბალი ტემპის შენარჩუნება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკი შეგვეჩერებინა.
თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღე-დღეში ჯდებოდა, ბზობის შემდგომ ვნახეთ და აღდგომის შემდეგაც რომ ეს აფეთქება არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო ვადები