ცაგერის რაიონში, სოფელ ლაჯანაში ორმა პოლიციელმა იჩხუბა, მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს და ორივე დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
„პუბლიკა“ ესაუბრა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც გვიყვება, რომ პოლიციელები იუსტიციის სახლს იცავდნენ. მათ შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც სროლა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მესამე მოქალაქე მათი გაშველების მცდელობისას დაიჭრა.
„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს, სადაც, ჩვენს კორესპონდენტს უთხრეს, რომ მომხდარის დეტალებს აზუსტებენ და ინფორმაციას მოგვაწვდიან.
ამ საქმეზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.