კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი ამერიკის საელჩოში მომხდარზე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა ყველაფერს ცდილობს, საზოგადოება მეტად დახლიჩოს.
„ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, იმისთვის რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, კიდევ მეტად გააღიზიანოს, ერთმანეთს დაუპირისპიროს სხვადასხვა ჯგუფი, იქნება ეს სოფლად, ქალაქად, უნივერსიტეტში თუ ამერიკის საელჩოს მიღებაზე და ამით მოითბოს ხელი“, – ამბობს წულუკიანი „იმედთან“.
„TV პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ვატო წერეთელმა „უბინძურესი პროვოკაცია მოუწყო და მისი პასუხი იყო პროპორციული”.