„ცდომილების გამო თავს ვიკავებთ, რომ კალაძე გამარჯვებულად გამოვაცხადოთ“ - ზარქუა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ეგზიტპოლის ცდომილებიდან გამომდინარე თავს იკავებენ კახა კალაძე პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადონ. ზარქუას კომენტარის წერილობით ვერსიას imedinews.ge ავრცელებს.

„ცესკოს მონაცემები დათვლის რეჟიმშია, როგორც ახლა იკვეთება რაიონებში, პირველ ტურში უკვე გამოვლინდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მერები. რაც შეეხება დედაქალაქს აქაც ბუნებრივია ლიდერობს კახა კალაძე, თუმცა ეგზიტპოლის ცდომილებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ.

დაველოდოთ ცესკოს შედეგებს და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა გამოვაცხადოთ, დედაქალაქში პირველ ტურში გამოვლინდება გამარჯვებული, თუ მეორე ტური გახდება საჭირო. ერთი ცხადია, რომ ზღვართან ახლოა 49-50%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა ზარქუამ.