შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს, მუხრანის პოლიციის თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყეს და 2009 წელს დაბადებული გ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ლ.ჭ ამხილეს.
„პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-მ და ლ.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა. სისხლის სამართლის საქმის მასალები, მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განსაზღვრულ დროში გადაეგზავნება სასამართლოს“,- ნათქვამია განცახდებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმიდინარეობს.