ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც არასრულწლოვან მოსწავლეს სცემა ბრალი წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ ძალადობს ცეკვის მასწავლებელი 12 წლის ბავშვზე.

შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება“, – ამბობს უწყება.