ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ შედეგები არ დაუდგენია - თამარ ჟვანია

პუბლიკა

“ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ შედეგები არ დაუდგენია” – ამბობს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

“ყველამ, მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, ცესკო წინასწარ ამუშავებს იმ ოქმებს რომელიც ახლა შემოდის”. – ამბობს ჟვანია.

მისი თქმით, ამ ოქმებში შესწორებები შედის “და, რა თქმა უნდა, კორექტირებებიც. ეს არ არის ოფიციალური მონაცემი, ესაა წინაწარი მონაცემი, რომელიც დამუშავდება და ოფიციალურად გაფორმდება”. – ამბობს ჟვანია.

მისი თქმით, ყველა ოქმი გადის რევიზიას.

“იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი ოფიციალურად გამოცხადდეს, ყველა საჩივარი უნდა განვიხილოთ, ძალიან ბევრი პროცედურა უნდა გავიაროთ, კანონმდებლობის მიხედვით არაუმეტეს მეცხრამეტე დღისა უნდა დაიდოს საბოლოო შედეგები” – ამბობს ჟვანია.