შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას არ იზიარებენ.
„მიგვაჩნია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძის ბრალდებები სამინისტროს მიმართ ცრუ და უსაფუძვლოა. ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში ნება დართო ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკის 2017-18 წლების მოგება, რაც მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, დარჩენილიყო ცენტრის სარგებლობაში. კლინიკამ სამინისტროს თანხის სარგებლობაში დატოვებისა და სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობებისთვის გამოყენების თხოვნით, 2019 წლის 14 თებერვალს მიმართა.
„თქვენი 2019 წლის 14 ნოემბრის №15/66189 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, რათა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ 2017 და 2018 წლების მოგება – ჯამში 1 505 18700 ლარი დარჩეს ცენტრის სარგებლობაში და გამოყენებულ იქნეს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის“, ცნობისათვის, მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოყო .მსოფლიო ბანკის ფარგლებში კი, გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რათა ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყოს“, – აცხადებენ უწყებაში.