ცესკო: დათვლილია ელექტრონული უბნების 97%, „ოცნებას" მიღებული აქვს 53%

პუბლიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ცესკოს განცხადებით, დათვლილია ელექტრონული უბნების 97% – 2206 უბნის მონაცემები 3111 უბნიდან.

ამ მონაცემებით:

  • „ქართულ ოცნებას” მიღებული აქვს ხმების 52.99%;
  • კოალიცია ცვლილებებისთვის – 11.2%;
  • ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 9.83%;
  • ძლიერი საქართველო – 9.02%;
  • გახარია საქართველოსთვის – 8.229%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2.53%;
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.75%;