ცესკო: 10:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით აქტივობა 9.27%-ია

პუბლიკა

ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 324 197 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 9.27%-ია. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 8.33% – ხმა მისცა 292 587-მა ადამიანმა.


დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.

წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი.