ცესკო: არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ 2 ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ხმის მთვლელი აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი. სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს რეგისტრატორები ერთის ნაცვლად ორ ან მეტ ბიულეტენს აძლევენ.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს ორ ბიულეტენს ერთდროულად, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი“, – ამბობს ნათია იოსელიანი.