ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში ოთხი კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცესკოს თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილეობს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
ასევე დარეგისტრირდნენ: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი.
ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.