ცესკო საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

პუბლიკა

ცენტრალურის საარჩევნო კომისია (ცესკო) ინფორმაციას აქვეყნებს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის, 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ცესკოს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან რეგისტრირებული უნდა იყოს საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მათივე ცნობით, თუ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი არ არის საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და რეგისტრაცია არ აქვს საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროს რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას).

ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველს, საარჩევნო უბანზე მისვლისას თან იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.