ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა – თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე.
ცესკოს ცნობით, კალაძემ 71.627% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ირაკლი კუპრაძე – 12.416%; მესამეზე კი იაგო ხვიჩია – 7.515%.
ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 325 061 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა:
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 1 მანდატი;
- „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 2;
- „გირჩი“ – 2;
- „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი.
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში 25-ვე მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ცესკოს ცნობით, თბილისის საკრებულოს წევრებად პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული არიან:
„ქართული ოცნება“:
- შალვა სუთიაშვილი
2. თინათინ ნიბლოშვილი
3. ბექა დავითულიანი
4. გურამ ნიკოლაშვილი
5. ნიკოლოზ კახეთელიძე
6. ნინო ვარდოსანიძე
7. ავთანდილ ცინცაძე
8. კონსტანტინე ზარნაძე
9. ბექა ოდიშარია
10. ოთარ ჩრდილელი
11. გიორგი ხუროძე
12. კახა ბერაძე
13. ლევან არველაძე
14. ლევან აბაშიძე
15. ალექსანდრე მუკათარიძე
16. ნოდარ ბოკერია
17. მარიამ გრიგოლიშვილი
18. ლუკა ძაძამია
19. ქეთევან ჭავჭანიძე
20. ლეილა კოლომიკოვი
„ძლიერი საქართველო ლელო“:
- ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
- ვახტანგ სურგულაძე.
„გირჩი“:
- დავით ფანჯაკიძე;
- გიორგი გვენეტაძე.
„კონსერვატორები საქართველოსთვის“:
- გიორგი ქარდავა
არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.
ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება.
დღესვე ცესკომ მიიღო განკარულგება და 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
„ქართული ოცნებას“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებული ჰყავდა:
- მთაწმინდის რაიონი – ზურაბ აბაშიძე;
- ვაკის რაიონი – ალექსანდრე ასათიანი, ბექა გელენავა;
- საბურთალო – ბექა მიქაუტაძე, არჩილ ნიჟარაძე, შალვა პერანიძე;
- კრწანისის რაიონი – ლევან ჯაფარიძე;
- ისნის რაიონი – კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი, დავით ხაბეიშვილი;
- სამგორის რაიონი – გიორგი დოხტურიშვილი, ზაქარია წიკლაური, ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი;
- ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე;
- დიდუბის რაიონი – გივი ჩხარტიშვილი, შოთა ქევხიშვილი;
- ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე, ვალერიან პაპუაშვილი;
- გლდანის რაიონი – შალვა ოგბაიძე, ცოტნე ჩიქვინიძე, მიხეილ რეხვიაშვილი, ჯაბა კოღუა.