ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა.
ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61.
- კოალიცია „ცვლილებისთვის” – 11,03% (229 161 ხმა) მანდატი 19;
- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10,17% (211 216 ხმა); მანდატი 16;
- „ძლიერი საქართველო” – 8,81% (182 922 ხმა); მანდატი 14;
- „გახარია საქართველოსთვის” – 7,78% (161 521 ხმა) მანდატი 12;
- „ქართული ოცნება” – 53,93% (1 120 053 ხმა) მანდატი 89.
„არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, არც პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
დღეს სხდომის დაწყებიდან მალევე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს.
სიტყვას ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე ამბობდა. მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.