ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ცესკომ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი.
შედეგად, საიას ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.
2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.