ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 14 დეკემბრის განკარგულებით, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 5 ოპოზიციური პარტიის პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა.
საუბარია 5 ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპულ საქართველო“, „ლელო“, „ლეიბორისტულ პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი. ამ პარტიების წევრებმა 11 დეკემბერს ერთობლივად მოაწერეს ხელი ბოიკოტის, სიის გაწვევისა და მანდატების გაუქმების შესახებ განაცხადს და იმავე დღეს მიმართეს ცესკოს, შესაბამისი პროცედურის დასაწყებად.
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიების განცხადების საფუძველზე მოიხსნენ ის კანდიდატები, რომელთაც პარლამენტის სადეპუტატო მანდატი არ აქვთ.
თითოეული პარტიიდან იმ დეპუტატებმა, რომელთაც პარლამენტის მანდატი მიიღეს, საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების შესახებ შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. გუშინ, 14 დეკემბერს „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს უკვე მიმართა მანდატის გაუქმების შესახებ, დანარჩენი პარტიები, როგორც ცნობილია, ცესკოს გადაწყვეტილებას ელოდნენ;
სამი პარტია – „მოქალაქეები“, „გირჩის“ სამი წევრი (ხვიჩია, მეგრეკიშვილი, რაქვიაშვილი) და „რესპუბლიკელები“ მოლაპარაკების დასრულებამდე არც სიის რეგისტრაციის და არც მანდატის გაუქმების შესახებ განცხადებას არ აპირებენ.