ცესკოს განახლებული მონაცემით, მეორე ტურში ჯაფარიძეა და არა დოლიძე

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) განახლებული მონაცემით, მეორე ტურში ჯაფარიძეა და არა დოლიძე.

განახლებული მონაცემით, ზურა ჯაფარიძეს მიღებული აქვს 14 529 ხმა (21.09 %) აქვს, ანა დოლიძეს – 14 438 (20.29%) ხმა, ხოლო გიორგი ვოლსკს – 29 414 (42.69 %).

ცესკოს მონაცემების ბოლო განახლებამდე, თბილისის მე-6 საარჩევნო ოლქში მეორე ტურში დოლიძე გადიოდა. მას ჯაფარიძეზე 9 ხმით მეტი ჰქონდა.

ჯაფარიძე პირველად შედეგს სოციალურ ქსელში ეხმაურებოდა. ის ამბობდა, რომ შესწორების ერთ-ერთი ოქმის მონაცემი არ იყო შეყვანილი.

ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმების მომაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში:

მე მაქვს 14,429 ხმა. უნდა მქონდეს 14,529, ერთი…

Posted by Zurab Girchi Japaridze on Sunday, November 1, 2020