ცესკოს თავმჯდომარის თქმით ამომრჩევლებს ინდივიდუალურ კალმებს შესთავაზებენ

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არჩევნების დღეს საარცევნო უბანში მისულ ამომრცევლებს ინდივიდუალურ კალმებს შესთავაზებენ.

„დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მოვახერხოთ, რომ ყველა ამომჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური, არავის ხელში მოხვედრილი კალამი”. – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პალიტრანიუსთან განაცხადა.

„ისინი ამ კალამს მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის” – ამბობს ჟვანია.