ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

პუბლიკა

პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილება აგვისტოში ეწურებათ.

გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს ორი წევრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტმა 15 თებერვალს აირჩია.

ისინი თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნენ.

არჩეულმა კანდიდატებმა პირველ ჯერზე პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ამიტომ, როგორც კანონითაა განსაზღვრული, მათი საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე დაუყოვნებლივ გავიდა და ისინი თანამდებობებზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

კანონმდებლობის მიხედვით, ვინაიდან ცესკოს თავმჯდომარე და  ცესკოს წევრები  პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ან  პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იყო.