ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში 48%-ზე მეტი აიღო.
ეს მონაცემები უბნების 38%-ზე მეტის დათვლის მიხედვით არის მიღებული.
ამავე მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” – 31,23% ხოლო გახარიას პარტიამ – 6,87% აიღო.
ამ მონაცემებით მმართველმა პარტიამ ტელეკომპანია „იმედის” მიერ ჩატარებული კვლევის რიცხვებსაც გადააჭარბა. „იმედის” ეგზიტპოლი ოცნებას დაახლოებით 47%-ს უწინასწარმეტყველებდა.