“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას”.
ამ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებულია წინასწარი შედეგები შემდეგ ბმულზე:
იქამდე ვიდრე მონაცემების ამსახველი რუკა გაითიშებოდა, ვებგვერდზე ქვეყნდებოდა მონაცემები, სადაც “ქართული ოცნების” მაჟორიტარების შედეგები ბევრად აღემატებოდა 100%-ს. მაგალითად სამგორის რაიონში, სოზარ სუბარს 164% მაჩვენებელი ეწერა.