ცესკოსთან აქციაზე „TV პირველის” ოპერატორი დაშავდა.
„TV პირველის” წამყვანების ცნობით, მათი ოპერატორი წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა.
ამასთან, დღეს ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა „ფორმულას” ოპერატორი. „ფორმულას” ჟურნალისტის ცნობით, ოპერატორი წყლის ჭავლით სრულიად დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგვა.
მისივე თქმით, დაშავებულ ოპერატორს კლინიკაში ათბობენ. ექიმები მას მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდებიან.
ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.
8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.