ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დასასშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. „მთავარი არხის” ეთერში ჩანს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია სპეცრაზმი. ეთერში ჩანს რომ წყლის ჭავლს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ღობესთან მისული მონაწილეების დასაშლელად იყენებენ.
პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიმა მელიამ პარლამენტთან განაცხადა, რომ „ჩვენ ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და დავრჩეთ ცესკოსთან, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქედან ვერ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.